ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის გრანდიოზული ქორწილი კვლავ განხილვის თემად რჩება. ამჯერად ყურადღების ცენტრში ამერიკელი არტისტი და დიზაინერი, ჯასტინ ჟინიაკი აღმოჩნდა, რომელმაც ცერემონიის შემდეგ შეგროვებული ნარჩენები გაყიდა და ამით ათიათასობით დოლარი გამოიმუშავა.
ჟინიაკმა ქორწილის ტერიტორიაზე ნაპოვნი სხვადასხვა ნივთები გამჭვირვალე კუბებში მოათავსა, რომლებზეც ეწერა „Just Married“. თითოეული ასეთი „ექსპონატი“ 25 დოლარად გაიყიდა. სულ გაყიდვაში 1 300-ზე მეტი ერთეული გამოვიდა და, CBS News-ის ინფორმაციით, ისინი ერთ დღეზე ნაკლებ დროში სრულად გაიყიდა, რის შედეგადაც იდეის ავტორმა დაახლოებით 32 ათასი დოლარი მიიღო.
კუბებში მოთავსებული იყო ქორწილის შემდეგ დარჩენილი სხვადასხვა ნივთი: სიგარეტის ნამწვავები, ქაღალდის ჭიქები, პლასტმასის საწრუპები, ქსოვილის ნაჭრები, პლასტმასის პარკები, ტკბილეულის შესაფუთები, ერთი ცალი AirPods-ის ყურსასმენი და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის აღმოჩნდა ორსულობის ტესტის ნაკრებიც.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ტეილორ სვიფტმა და 36 წლის ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ტრევის კელსიმ 3 ივლისს იქორწინეს. ღონისძიებას, რომელსაც მედიამ „საუკუნის ქორწილი“ უწოდა, ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ბრედ პიტი და ინეს დე რამონი, ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი და ბენი ბლანკო, ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი, ჯესიკა ალბა, კარლი კლოსი და სხვა ცნობილი სახეები…
ფოტოები საქორწინო ცერემონიალიდან ჯერ ისევ არ გავრცელებულა.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი გრანდიოზული ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ
ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსიმ ხელი 40-გვერდიან საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს – რა წერია დოკუმენტში?
