ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის ევროპული კონცერტების სერია დასასრულს უახლოვდება. მომღერალი დასკვნითი შოუთი, 20 აგვისტოს, ინგლისში წარდგება.
აღსანიშნავია, რომ 33 წლის არტისტის პერფორმანსები ავსტრიაში, რომლებიც 8, 9, 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მუსიკოსს ვენაში, პრატერის სტადიონზე, 55 000-ზე მეტი მსმენელის წინაშე უნდა ემღერა.
ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებით, კონცერტების დაქენსელების მიზეზი, სტადიონზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა გახდა. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც ხელისუფლების განმარტებით, ტერორისტულ თავდასხმას აპირებდნენ.
,,ტერორიზმის საფრთხისა და უსაფრთხოების მიზნით, ტეილორ სვიფტის ვენაში დაგეგმილი კონცერტები, გაუქმებულია“, – წერია განცხადებაში.
თავად შემსრულებელს ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის ევროპული კონცერტების სერია მაისში, საფრანგეთიდან დაიწყო.