LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრემიზე“ გამარჯვების შემდეგ, მაილი საირუსმა ტეილორ სვიფტს გადაუსწრო და ისევ ჩარტების ლიდერი გახდა

192
მაილი საირუსი

მას შედეგ, რაც მაილი საირუსმა თავის პირველი „გრემი“ მიიღო, მისი სიმღერა Flowers ისევ ჩარტების ლიდერია. „ბილბორდის“ რადიო ჩარტების სათავეში, საირუსმა ტეილორ სვიფტსაც კი გადაუსწრო და პირველ პოზიციაზე გამწესდა. ის ასევე Adult Contemporary со-ის პრესტიჟული ჩარტის ლიდერიც გახდა. ამავე ჩარტში საირუსი 37 კვირის მანძილზე ლიდერობდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე ეს მხოლოდ Maroon 5-მა შეძლო, რომლის ჰიტი Girls Like You, 36 კვირის მანძილზე ჩარტების ლიდერი იყო.

„ბილბორდმა“ ჰიტი Flowers ყველა დროის ყველაზე მომგებიანი ჰიტების რეიტინგშიც მოიხსენია. ამჯერად საირუსმა ტეილორ სვიფტს გადაასწრო, რომლის Cruel Summer ისევ „ბილბორდის“ ლიდერი იყო. სვიფტის ჰიტმა ახლა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

(ფოტო/ვიდეო) მაილი საირუსის თვალწარმტაცი ლუქები და პერფორმანსი „გრემიზე“

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები