LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსის თვალწარმტაცი ლუქები და პერფორმანსი „გრემიზე“

327
მაილი-საირუსი

მაილი საირუსის გამოჩენა ,,გრემის” წითელ ხალიჩაზე, ისევე როგორც სცენაზე პრემიების მიღებისას და პერფორმანსისას, ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო საღამოს ჰაილაითებს შორის. საგულისხმოა, რომ საღამოზე ის 5 განსხვავებული ჩაცმულობით ვიხილეთ.

ხაზგასმას იმსახურებს სანახაობაც, რომელიც მან 2023-ის ერთ-ერთ ტოპ-ჰიტზე – Flowers შესთავაზა აუდიტორიას. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ის თავისი მოძრაობებით პატივს გარდაცვლილ ლეგენდას, ტინა ტერნერს მიაგებდა.

იყო რეპლიკაც, რომლითაც მან პუბლიკას სიმღერის დროს მიმართა. მაილიმ შენიშვნა მისცა დამსწრეებს, ,,რატომ იქცეოდნენ ისე თითქოს ეს სიმღერა არ იცოდნენ?!’’.

გარშემომყოფების რეაქციას უარყოფითად არ უმოქმედია მომღერალზე, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი დაანთო სცენაზე. 31 წლის მუსიკოსმა მცირე ცვლილებაც შეიტანა კომპოზიციის ტექსტში, რითაც საზოგადოებას მიანიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ,,მან თავისი პირველი ,,გრემი” მოიგო”.

აღსანიშნავია, რომ საირუსმა კარიერაში პირველად, დამსახურებული, ორი ,,გრემი’’, სწორედ ,,ყვავილებისთვის’’ მიიღო.

ტეილორ სვიფტი საქორწილო ლუქით, ნახევრად შიშველი მაილი საირუსი და დისკო დივა დუა ლიპა – ვარსკვლავები „გრემის“ წითელ ხალიჩაზე

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები