LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი iHeartRadio Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას მიიღებს – შოუს წამყვანის ვინაობა და პერფორმერთა მოკლე სია ცნობილია

166
download

26 მარტს, ლოს-ანჯელესში iHeartRadio Music Awards გაიმართება. შოუს ლუდაკრისი გაუძღვება, რომელიც წამყანის ამპლუას 2024 წლის შემდეგ მეორედ მოირგებს და საღამოზე პერფორმანსითაც წარდგება. რეპერის გამოსვლა სპეციალური პრემიის – Landmark Award მიღების აღსანიშნად შედგება — საპატიო ჯილდოს, რომელიც ენიჭებათ არტისტებს მათი ხანგრძლივი და გავლენიანი კარიერისთვის და აღიარებს მათ ,,ეტაპობრივ” (Landmark) წვლილს მუსიკაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ერთჯერად წარმატებას, არამედ ეპოქალურ მნიშვნელობას. პირველად ის 2024 წელს Green Day-ისა და TLC-ის, ხოლო შარშან – ნელის მიანიჭეს.

პერფორმერთა შორის ასევე ალექს უორენი, ლეინი უილსონი, რეი, TLC, En Vogue და Salt-N-Pepa დასახელდნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში სია სხვა მუსიკოსებით კიდევ გაიზრდება.

ცნობილი გახდა, რომ დაჯილდოების კიდევ ერთი სპეციალური ჯილდოს წლევანდელი ლაურეატი, მაილი საირუსი გახდება. არტისტს პრესტიჟულ პრემიას – Innovator Award გადასცემენ.

ჯილდოს მაილი პოპ-კულტურასა და მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — დაწყებული „ჰანა მონტანას“ ეპოქიდან, დღევანდელ გავლენიან შემოქმედებამდე — ასევე, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მიიღებს.

წლევანდელი iHeartRadio Music Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია – დაჯილდოების ნომინაციებს, ტეილორ სვიფტი ლიდერობს

შეგახსენებთ, რომ შარშან, ,,ინოვატორის ჯილდოლედი გაგას მიენიჭა, სხვადასხვა დროს კი მის რეციპიენტებად: ფარელ უილიამსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, U2, ბრუნო მარსი, Chance the Rapper, ალიშა ქისი, ტეილორ სვიფტი და ბიონსე მოგვევლინნენ.

ლედი გაგასა და მერაია ქერის სპეციალური პრემიები გადაეცათ – iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

მერია ქერის შეწუხებული სახე მისი შემოქმედების ტრიბიუტისას ინტერნეტს იპყრობს

iHeartRadio Music Awards 2014 წლიდან იმართება და ავლენს წლის ყველაზე პოპულარულ არტისტებსა და სიმღერებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმოდა iHeartRadio-ს სადგურებსა და ციფრულ პლატფორმაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები