ცოტა ხნის ხინ ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს.
მორის მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია დღეს დაკავებული ორი პირისგან, რომელთა შესახებ ინფორმაცია შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საქმე 20-21 ივნისის ღამით პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხება.
„1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.