ორგანიზაცია “ტრანსკავკასიური ბილიკის” ცნობით, მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალდეში აშენებული ხიდი ბენზოხერხით მოჭრეს.
“თითქმის ერთი თვეა ამ ხიდის აშენებაზე ვმუშაობთ ორგანიზაცია “ტრანსკავკასიური ბილიკი” ( The Transcaucasian Trail ). დღეში 30 კილომეტრს გავდიოდით და ხელით აგვქონდა მასალა მთაში. 3 დღის წინ დავასრულეთ.
გუშინ ღამით ვიღაცამ ჩვენი აშენებული ხიდი ბენზოხერხით მოჭრა,”– წერს ორგანიზაციის წარმომადგენელი სოფო ბაგაური სოციალურ ქსელში.
სოფო ბაგაური ამბობს, რომ ხიდი არ მოუპარავთ.