ნაურუს კუნძულების ხელისუფლებამ მონობა კანონით აკრძალა, ამასთან, დანაშაულთა სიიდან ამოიღო ჰომოსექსუალიზმი და თვითმკვლელობის მცდელობა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მონობა ქვეყანაში ფორმალურად ამ დრომდე დაშვებული იყო.
სუიციდის მცდელობა ნაურუში მას შემდეგ აკრძალეს, რაც კუნძულზე მცხოვრებმა რამდენიმე ლტოლვილმა თავის მოკვლა სცადა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ავსტრალიიდან ნაურუში ჩასული ლტოლვილების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.