LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან „ოსკარზე“ ფილმს „შინდისი“ წარადგენენ

663
shindisi news19

ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა. „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, საქართველოდან “შინდისს“ წარადგენენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებული ფილმი „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/videos/708367096282616/

გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომელმაც საუკეთესო ფილმი ფარული კენჭისყრით გამოავლინა. კენჭი თორმეტმა ადამიანმა უყარა და 10 ხმით ფილმი “შინდისი” გავიდა.

„შინდისის“ რეჟისორი დიტო ცინცაძეა. მისი ფილმი წარდგენილი სხვა ნამუშევრებიდან შეარჩიეს, რომელთა შორის იყო:  ნინო ჟვანიას “აღლუმი”, მარი გულბიანის “სანამ მამა დაბრუნდება”, დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”, გიგა აბაშიძის “მეზობლები”.

”შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე და სოფლის მოსახლეობის განსაკუთრებულ თავდადებაზე მოგვითხრობს. პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, ედმონდ მინაშვილი და მინდია ესაძე არიან. სცენარისტი – ირაკლი სოლომანაშვილი.

მწარმოებელი კომპანიები: 20 Steps Productions, Free Movie Studio

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g