მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, კომპანია „ტაშირის“ მფლობელის, სამველ კარაპეტიანის შვილის ქორწილმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 23 წლის სარქისისა და მისი ქართველი რჩეულის, სალომეს საქორწილო წვეულებაზე, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლების გარდა ჯგუფმა Maroon 5 იმღერა, რომელიც ხვალ ბათუმში მართავს კონცერტს.
საქორწილო ტორტის ფოტო „ინსტაგრამზე“ მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ განათავსა.
ეროვნული ცეკვებისა და სიმღერების გარდა, სტუმრებსა და ნეფე-პატარძალს ალა პუგაჩოვა, გრიგორი ლეპსი, რუსული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები და Maroon 5 ართობდნენ.
მამის ბიზნეს-იმპერიაში სარქისს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. სამველ კარაპეტიანს ჟურნალ Forbes-ის მიხედვით რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 26-ე ადგილი უკავია, მისი ქონება 4,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
#MAROON5 #ИмперияМузыки #организациямероприятий #свадьбагода
A video posted by Tabriz SHAKHIDI / Events Pro (@itabriz) on
A photo posted by Vera Brezhneva (@ververa) on
A photo posted by Tabriz SHAKHIDI / Events Pro (@itabriz) on