ქართული „სტრიტ არტის“ ცნობილი წარმომადგენელი გაგოშა როგორც ყოველთვის, საზოგადოებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, ნამუშევრების შექმნას განაგრძობს.
მისი მთავარი თემა, ისევე როგორც ჩვენთვის ახლა ეროვნული ვალუტის კურსია – რუსთავში განთავსებული ნახატი სწორედ ლარის გაუფასურებას შეეხება.
“ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირს არცა ჩირად” – წერს არტისტი ნახატზე, რომელზეც 50 და 100 ლარიანი კუპიურებია გამოსახული. ნახატზე თამარ მეფეს შოთა რუსთაველი ამშვიდებს.
წინა კვირაში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიუხედავად, ლარი კვლავ უფასურდება.
6 აგვისტოს, ვაჭრობის შედეგად1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0375 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2840 ლარი გახდა, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2312 ლარს შეადგენდა.
თინეიჯერი, ბღუჯა ლარი, შოკუნიები – 8 დასამახსოვრებელი ფრაზა ლარზე, რომელიც დროს გაუძლებს