LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება

93

დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტის მიმართ დაიწყო ის პროცედურები, რაც მის განხილვას ითვალისწინებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

„ჩვენ ვიმუშავეთ როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ასევე ეროვნულ ბანკთან. განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობდით საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციასთან, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან. კანონპროექტმა მიიღო გარკვეული სახე და ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის, პარლამენტში“ – განაცხადა ხადურმა.

საბანკო დეპოზიტების საზღვევის სისტემა შესაძლოა 2018 წლიდან ამოქმედდეს. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა საუბარია, რომ ეს სისტემა ცოტა ნაადრევად დაინერგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g