LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექტორი, რომელიც სტუდენტს უჩივის: სიტყვის თავისუფლება პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!

891
ნაჭყებია-გორაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე სპეციალობის სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა. ბუბა ნაჭყებიას წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ლექტორმა მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

გიორგი გორაშვილი ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თსუ-ს მრავალი პროფესორი გახდა შეურაცხყოფისა და ბულინგის მსვერპლი.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობ მორალურ ვალდებულებას განვმარტო, თუ რა ფაქტობრივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე ბუბა ნაჭყებიას მიერ განხორცილებული მოქმედებასთან დაკაშირებით, რადგან აშკარაა, რომ ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის გამო, საზოგადოების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ ჯგუფ – TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა – იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ, 2019 წლის 30 ივნისს, საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც), როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ ჯგუფში სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი.

როგორც ლექტორს, სტუდენტ ბუბა ნაჭყებიასთან სასემინარო კურსის ფარგლებში შეხება არ მქონია. იგი ჩემთან მოვიდა დაცვის სამსახურში მიღების თხოვნით, რაზეც მაშინვე დავთანხმდი, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის 20 – 35 პროცენტი სტუდენტებისაგან შედგება. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ იქ, სადაც სწავლობენ. ბუბა ნაჭყებიამ ორი თვის განმავლობაში იმუშავა და ვინაიდან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაცვის სამსახურის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევების გამო (რაც აისახა მისივე ახსნა – განმარტებებში და რისთვისაც არაერთხელ მიიღო გაფრთხილება) ნებაყოფლობით დატოვა დაკავებული პოსტი.

სამწუხაროა, მაგრამ ბუბა ნაჭყებიამ იმისთვის, რომ წარმოჩინდეს საზოგადოებაში, აირჩია პოპულარობის მიღწევის ამორალურ გზა. ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ ვფიქრობ გაცნობიერებული არ აქვს რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემს მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა – გინებასა და ბულინგის მსხვერპლი, რამაც მიიღო მასობრივი ხასიათი. ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია, როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!

სამწუხაროდ, ამავე მიუღებელი და ამორალური თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ ის სტუდენტებიც, ვისთვისაც მიუღებელია პროფესორის საჯარო ლანძღვა – გინება და ზოგადად უნივერსიტეტში ურთიერთობის მსგავსი ფორმა, ასევე ის სტუდენტებიც, რომლებმაც მოწმის სახით ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს. ისინი მოწმის სტატუსის შეძენისთანავე გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი, რამაც განაპირობა მათდამი დამამცირებელი და მტრული გარემოს შექმნა.

ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, პროფესორებსა და კოლეგებს, საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, თუ ჩვენ გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა – გინება არ იქნება, შემომიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მობრძანდით 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში“ – დაწერა ლექტორმა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3178692822142660&set=a.107566719255301&type=3&theater

 

ფოტოზე, რომელზეც ლექტორი გიორგი გორაშვილი ბოდიბილდერ ქალთან ერთადაა გამოსახული, ბუბა ნაჭყებიამ დააწერა “როცა ცოლზე ვერ იძალადებ”. როგორც სტუდენტმა ყვება, დახურულ ჯგუფში აღნიშნულ მიმზე კომენტარიც დაწერა, სადაც გორაშვილის მისამართით შეიგინა.

სტუდენტის თქმით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო და შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აგვისტოსაა დანიშნული.

“დღეს ათამდე აბიტურიენტმა მომწერა, დაიტოვონ თუ არა დედაუნივერიტეტის სამართლის ფაკულტეტი პრიორიტეტულ არჩევნად. მათ არ უნდათ მსგავსი უსამართლობის ნახვა უნივერსიტეტში და არ უნდათ საბჭოური იდეოლოგიებით სწავლა.
უნივერსიტეტს სახელს თუ უტეხავთ წადით!

გიორგი გორაშვილო 14 აგვისტოს მოდი სასამრთლოში, მაგრამ
წადი უნივერისიტეტიდან!”- წერს ბუბა ნაჭყებია სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/Buba.Natchkebia/posts/2948582558700538

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g