საბურთალოზე, კერძოდ კი საირმის ქუჩაზე ორი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებს შლიან. დემონტაჟი ამწუთებში მიმდინარეობს. მიზეზი კი სკვერის რეაბილიტაციაა.
რაც შეეხება პროექტს, ეს გულისხმობს, რომ იმ ტერიტორიაზე კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი და სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი უნდა განთავსდეს. გარდა ამისა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი, ლამპიონები და სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინვენტარი.
როგორც ცნობილია, სკვერი გაფართოვდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც და სკვერი დეკორატიული ღობით შემოისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სკვერს დედაქალაქის საკრებულომ მუსიკოს ოთარ რამიშვილის სახელი მიანიჭა.