თბილისში, საბურთალოს ქუჯაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთია ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – შუახნის ასაკის ქალი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით , რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
