34 წლის მომღერალი კეტი პერი სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მოდელი ჯოშ კლოსი, რომელიც მონაწილეობდა მის კლიპში Teenage Dream, პერის სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. როგროც კლოსი ამბობს, ინციდენტი 2012 წელს, საერთო მეგობრის დაბადების დღეს მოხდა, ,,ამას ახლა იმიტომ ვყვები, რომ ქალი ძალაუფლებით ისეთივე ამაზრზენია, როგორც მამაკაცი. იმის დაჯერება, რომ ვიღაც ასე ძალადობს შენზე, უმძიმესია“, – წერს ჯოშ კლოსი.
მოდელი იხსენებს, რიომ მის ყველა ინტერვიუს კეტი პერის პროდიუსერები საგანგებოდ ამოწმებდნენ, ახლა კი სიმართლის თქმის დრო მოვიდა. კეტი პერის ჯერ ბრალდებისთვის არ უპასუხია.