LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე რვა კილომეტრიანი გვირაბის აშენება იგეგმება

395
baTumi-sarfis-gza

ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ, რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, – ამის შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება 2021 წელს იგეგმება.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტირება მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ანგარიში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g