მერაია ქერისა და მილიარდერ ჯეიმს პეკერის ქორწილი ამ ზაფხულს უნდა გამართულიყო, თუმცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაურკვეველი ვადთ გადაიდო. პრობლემად კი მომღერლის ყოფილი ქმარი, ნიკ ქენონი იქცა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქორწილი ჩაიშალოს – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თავად მერაია. იგი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი გაყრის საბუთებზე ხელს ამ დრომდე არ აწერს.
რატომ ამბობს უარს საბოლოოდ განქორწინებაზე ქენონი უარს, არავინ იცის, მითუფრო, რომ ოჯახის დანგრევის ინიციატორი თავად იყო. წყვილი ერთად 2014 წელის შემდეგ აღარ ცხოვრობს და მას შემდეგ მიმდინარეობს გაყრის პროცედურებიც.
საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ქენონმა. მისი თქმით, მერაიას ქორწილის გადადება მის ინტერესებში არ შედის.
„მე და მერაია არაჩვეულებრივად ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, რატომ უნდა მინდოდეს, რომ გაყრის პროცესი დროში გავწელო? მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს. მერაია არაჩვეულებრივი ადამიანია. ერთადერთი, რაც მე მადარდებს, ბავშვები არიან,“ – განაცხადა ნიკმა ჟურნალისტებთან.
როგორც ჩანს ნიკსა და მერაიას შვილებზე მეურვეობის საკითხის მოგვარება ვერ შეძლეს.