LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულა, სუპრემო, მარნეული და სხვა ბრენდები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა – კვლევა

2332
BeFunky Collage

ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”  თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები საღებავები აღმოაჩინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიმუშები არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

“ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!” – აფრთხილებს ორგანიზაცია მომხმარებლებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საღებავები მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი, თუმცა, მათი სისტემატური მიღება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

„სუდანის ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას,”– აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

42 პროდუქტი, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

magti 5g