რაო, დაიწყო “მშვიდობით დაბრუნება” გუგუტიანთკარში? – ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესს და ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ფილმს ” ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”.
როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.
რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი
“შემდეგ სერიაში არ გამოგრჩეთ, აღა მაჰმად ხანი რომ ვაიძულეთ თბილისში შემოჭრილიყო 1795 ში,”–წერს უჩა ნანუაშვილი.
ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას.
აღარ წავიყვან გადაცემას იმედზე - გეგელია ქრონიკის ჟურნალისტების პროტესტს უერთდება
“კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება”, – ასე აფასებს მედიაჩეკერი “იმედის” ეთერში გასულ ფილმს.
არ ვიზიარებ! – ,,ქრონიკის” ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან