ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიდენტის რეზიდენციის თემა დასრულებული არ არის, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბეჭდვური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე პატივს ვცემ კვირიკაშვილის პოზიციას და ანგრიშს ვუწევ, თუმცა, რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია მაქვს ახლაც, რომ მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ მარგველაშვილზე გაჩნდება პოზიცია ნებისმიერი სხვა ქმედების, სჯობს მერე წამოვწიოთ. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს. თუმცა, ანგარიში გავუწიოთ კვირიკაშვილს და მის პოზიციას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.