თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
შუა ხნის მამაკაცი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც მატარებლების პლატფორმასთან ჩადიოდა.
მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მათი მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.