LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

1382
67637562-900475446986304-3241804331057414144-o

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს.ინფორმაციას ბათუმის სტადიონის დამკვეთი, შპს სტადიონი – ავრცელებს.ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და სექტემბრის თვიდან მოედნის საფარის დაგებაც იგეგმება.

ცნობილი გახდა, რომ შპს სტადიონის მენეჯმენტი შეხვდა მშენებელი კომპანიის „ანაგის“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებს და მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

„უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მიმდინარე ტემპიდან გამომდინარე, ვგეგმავთ სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული“.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი. მაგრამ მშენებლობის ტემპი გრაფიკს ისე ასწრებს, რომ სტადიონის ადმინისტრაციის ცნობით, სავარაუდოდ, არენა თამაშების მისაღებად იანვარში მზად იქნება.

საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g