LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს – რას უკავშირდება პერფორმანსი

190
satamashoebi

ეროვნული ლიგის შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის მეორე ტაიმში ორიოდე წუთით შეწყდა. ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანზე რბილი სათამაშოები გადაყარეს.

ეს ევროპაში მიღებული ფორმაა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების მიმართ თანადგომას გამოხატავენ ან საქველმოქმედო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.

ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბის, „შავი ზღვის პირატების“ ცნობით, ეს საქველმოქმედო ხასიათის აქცია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები