LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიებისთვის კონკურსი ცხადდება

187
94841927-3091876767531868-2920487154649923584-n

პროექტიქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” (GEclose2EU) სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა 29 აპრილიდან 15 მაისამდე შეეძლებათ.

შერჩეულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მცირე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარების ბიუჯეტია 15 000 ლარამდე, 30%-იანი თანადაფინანსებით და შესაძლოა მოიცავდეს ტექნოლოგიების განახლების, საწარმოო ხაზის სრულყოფის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების დაფინანსების თანხებს.

ცნობისთვის, “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ სამწლიანი პროექტია და შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი, რომელიც 2018 წლის მიწურულს დაიწყო და 2021 წლის შემოდგომას დასრულდება.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/2yWP4hC

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები