LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი წინააღმდეგია, მიკროსაფინანსოებმა დეპოზიტები მიიღონ

53

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსოებისთვის დეპოზიტების მიღების წინააღმდეგია. ამის შესახებ “ფორტუნას” სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განუცხდა.

“ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ მიკროსაფინანსოებს ჰქონდეთ დეპოზიტების მიღების უფლება”- აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსოების საკითხზე ეროვნული ბანკი ონლაინ სესხების რეგულირების საკითხთან ერთად, ერთი პაკეტის ფარგლებში მუშაობს. ამ დროისთვის ბაზართან კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დეპოზიტების მიღების უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დღეს არსებული რეგულირების სისტემა მოძველებულია და მისი განვითარებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g