კოლუმბიაში, პოლიციამ 300 კგ მარიხუანა აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავტომობილი სამართალდამცველებმა მაშინ შეამოწმეს, როდესაც სანტანდერის რაიონში ორი კუბო გადაჰქონდათ. შემოწმების შემდეგ კუბოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.