ცნობილ მსახიობს უმა ტურმანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დაცემის შედეგად რამდენიმე მოტეხილობა აქვს.
წყაროს ცნობით, 46 წლის მსახიობის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ტურმანი რესტორან La Plage-სთან დააფიქსირეს, მსახიობი ძნელად გადაადგილდებოდა. მას სიარულისას შვილები ეხმარებოდნენ.
ტურმანის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მსახიობი ცხენიდან გადმოვარდა, შედეგად კი მას რამდენიმე ძვალი აქვს გატეხილი.