LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს “ქართული ოცნება” სხდომას გამართავს – განიხილება თუ არა პრემიერის შეცვლის საკითხი

110
ბიძო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს 18:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. 

ამ თემაზე დეპუტატმა ნინო გოგუაძემ 2 დღის წინ აღნიშნა, რომ სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„საშემოდგომო სესიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიძრას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. ველოდები, რომ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გოგუაძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა სამთავრობო ცვლილებები, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი უმრავლესობის შიგნით ჯერ არ განხილულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხიც განიხილონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g