MTV Movie & TV Awards-ზე, ბრი ლარსონის პერსონაჟის დაპირისპირება ჯემა ჩანის განსახიერებულ ,,მინერვასთან”, კინოსურათში ,,კაპიტანი მარველი”, ,,საუკეთესო ჩხუბის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.
ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი დაჯილდოებაზე დევიდ კომას ლუქით მივიდა. პეპლის ფრთის ნაქარგიანი ბოდე და შარვალი, რომლითაც 29 წლის ლამაზმანი საღამოს დაესწრო, წარმოშობით ქართველი დიზაინერის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე ბოდეთი, იაპონური ,,ვოგის” სექტემბრის ნომრის გარეკანზე დანიელი სუპერმოდელი – ჰელენა კრისტენსენი მოხვდა.
ჰელენა კრისტენსენი ,,ვოგის” გარეკანზე ქართველი დიზაინერის ლუქით (ფოტო)