LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ს პირველი ჰიბრიდი: 819 ძალა და პირველ „ასეულამდე“ მხოლოდ 2,8 წამი

151
0d32538c97f3f0003195457fd67591a36251ff32

კომპანია Lamborghini-მ თავის ისტორიაში პირველი სერიული ჰიბრიდული სუპერქარი წარმოადგინა. სიახლეს სახელად Sian ეწოდა. კუპე, რომელსაც „პროგრესული დიზაინი“ აქვს, საფირმო სტილისტიკას იმეორებს და შეზღდული ტირაჟით მხოლოდ 63 ეგზემპლარი გამოვა. რაც ყველაზე საინტერესოა, მთელი სერია დაანონსებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა.

Lamborghini Sián – ეს ზომიერი ჰიბრიდია. სუპერქარის ძრავი 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 -ია და მას 785 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 34 ძალის ელექტროძრავთან ერთად იმუშავებს. სპორტქარის მთლიანი სიმძლავრე 819 ცხენის ძალაა და სიახლე ამ მაჩვენებლით თითქმის ყველა წინამორბედს ჯობნის.

შედარებით Aventador SVJ-თან, Sian-მა 30-დან 60 კმ/მდე აჩქარების დრო 0,2 წამით გააუმჯობესა, ხოლო 70-დან 120-მდე აჩქარება კი 1,2 წამით უფრო სწრაფად შეძლო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g