LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილმა ტერაქტს ათათურქის აეროპორტიდან რამდენიმე წუთით გაასწრო

114

სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში შალვა ნათელაშვილი და მისი ცოლი, ბელა ალანია ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე იმყოფებოდნენ, ამის შესახებ ალანია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„გუშინ, სულ რამდენიმე წუთით გამოვასწარით სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს.
გამოფრენამდე ქართველებს ვესაუბრე მათ შორის, ბავშვებსაც. ისინი შემდეგ რეისს ელოდებოდნენ. ნეტავ, კარგად იყვნენ და შვიდობით დაგვიბრუნდნენ.
თუმცა რა მშვიდობაზეა საუბარი…
ვერასოდეს დაგეგმავ ცხოვრებას. არ იცი როდის, საიდან რა გელოდება.
ერთი წამი ცვლის რეალობას. ცვლის ავად თუ კარგად…
ყველაფერი მოსწრებაზეა, ცხოვრებაც და სიკვდილიც.
ალბათ დროა, ადამიანები მივხვდეთ წამის განუმეორებლობას…
მოსწრებაზეა, დიახ მოსწრებაზეა, ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის,“ – წერს ალანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g