LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე : სირცხვილია, ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას რომ ჩემი სიმართლე დავდო

53

მაგდა პაპიძე თვალს ადევნებს, როგორ შუქდება მისი საქმე მედიაში და მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება არასწორია. ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრადებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საკანში რადიომიმღები აქვს და ინფორმაციას ასე ღებულობს.

“მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები და ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს და მოკლე დაიჯესტებს საგაზეთო სტატიების. სირცხვილია ხალხო. ვადევნებ თვალს იმ სათაურებს, რომელიც იდება ინტერნეტსივრცეში,  ”მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით” და ა.შ.

სირცხვილია, ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას რომ ჩემი სიმართლე დავდო. იმას, რა პროცესებიც მიმდინარეობს, რაც აქ ხდება, რეალურად სხვა ინტერპრეტაცია მიეცა და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ამიტომ ვითხოვ ჩემი საბოლოო სიტყვა და ასევე ბრალდების და დაცვის საბოლოო სიტყვები დაიხუროს. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს,” – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა  პროცესის დახურვის შესახებ დააკმაყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g