LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც მეტი ჭკუა აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხვებს” – არტურ შოპენჰაუერის ცნობილი გამონათქვამები

5213
არტურ შოპენჰაუერი

გერმანელ ფილოსოფოსს, რომელმაც სახელი არასტანდარტული, ზოგჯერ ირაციონალური აზროვნებით გაითქვა, ბევრი “პესიმიზმის ფილოსოფოსსაც” უწოდებდა, რადგან სამყაროს  “ყველა შესაძლებლიდან უარესს” უწოდებდა, ბედნიერებას კი მიუღწევლად თვლიდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ არტურ შოპენჰაუერის ცნობილ ფრაზებს:

თუ შეცვლა არ შეგიძლია, სარგებლის მიღება მაინც ისწავლე!

სხვათაშორის, სწორედ შოპენჰაუერმა დაამკვიდრა ტერმინი “მოტივაცია” ადამიანთა მოქმედებისთვის განსაზღვრისთვის.

სამყარო ჰოსპიტალია უკურნებელი სულით ავადმყოფებისთვის.

ბეჩავი, რომელსაც არაფერია აქვს საამაყო, მხოლოდ ერთადერთს ებღაუჭება და იმ ნაციით ამაყობს, რომელსაც მიეკუთვნება.

ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია იყოს ნამდვილი, როცა მარტო რჩება.

რაც მეტი ჭკუა აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხვებს.

თანდაყოლილ გონიერებას ნებისმიერი განათლების ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ ვერანაირი განათლება ვერ ჩაანაცვლებს თანდაყოლილ გონიერებას.

სხვისი ღირსება, რომ აღიარო საკუთარი უნდა გაგაჩნდეს.

მიზნებით და სურვილებით შეპყრობილი ადამიანი ყოველთვის ტანჯვისთვისაა განწირული.

ბედნიერება ტკივილისგან განთავისუფლების გრძნობაა.

არასდროს უთხრა მეგობარს ის, რაც არ გინდა გაიგოს შენმა მტერმა.

ადამიანები არასდროს უსმენენ მათზე ჭკვიანებს, ყოველთვის მათი მოსმენა ურჩევნიათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან და ძალიან უკვირთ, რატომ არ ვითარდებიან.

ნებისმიერი ადამიანის მოსმენა შეიძლება, მაგრამ ღირს კი, ყველასთან საუბარი?!

გონიერი ადამიანი არა იმდენად მარტოობას ეძებს, რამდენადაც ბრიყვების ფაციფუცს გაურბის.

ქალის გარეშე მამაკაცის ცხოვრება ჯერ დაუცველი იქნებოდა, მერე სიამოვნებას მოკლებული და ბოლოს კი, უნუგეშო.

ვისაც მარტოობა არ უყვარს, არც თავისუფლების ღირსია, რადგან მხოლოდ მარტოობაში მოიპოვება ჭეშმარიტი თავისუფლება.

ახალგაზრდისთვის ცხოვრება უსასრულო წარსულია, ხანდაზმულისთვის კი – ხანმოკლე  წარსული.

ვინც ცხოველებთანაა სასტიკი, ის ვერც ადამიანებთან იქნება კეთილი.

არსებობს მხოლოდ ერთი თანდაყოლილი შეცდომა – რწმენა, რომ ყველა ბედნიერებისთვის ვართ დაბადებული.

ყველა ბავშვი გარკვეულწილად გენიოსია და ყველა გენიოსი გარკვეულწილად ბავშვია.

რა თქმა უნდა, ის უფრო მნიშვნელოვანია რაც ადამიანშია, ვიდრე ის, რაც ადამიანს აქვს.

mazda magti 5g