LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელები ავტომობილში ბავშვების თანდასწრებით ვეღარ მოწევენ

84
50380752-303

გერმანელები ავტომობილში ბავშვის თანდასწრებით ვეღარ მოწევენ. ამ საკითხზე მსჯელობა ჩრდილოეთ რაინის მხარეში დაიწყეს და ჯანდაცვის მინისტრს კანონის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოღება სურს.

კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს და მისი მიღების შემთხვევაში მოწევა არამხოლოდ მცირეწლოვანი მგზავრების არამედ ორსულების თანდასწრებითაც აიკრძალება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პასიური მწეველობა არანაკლებ საზიანოა, ამიტომ ამ საშიშროებისგან ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს.

მწეველთა 80% მსგავსი აკრძალვის შემოღებას არ ეწინააღმდეგება. არამწეველთა შემთხვევაში კი მომხრეთა რაოდენობა აბსოლუტური უმრავლესობაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი წარმატებით მოქმედებს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა – იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, ინგლისი და უელსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები