LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ

45

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

”საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, მეოთხე ახალი პროექტი განხორციელდება და ინდური ისტორიული დრამის გადაღებები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ინდური და ბერძნული საბრძოლო ხელოვნების ამსახველი კადრების გადაღებები დაგეგმილია საქართველოს მთიან რეგიონებში,  ინდური  ისტორიული დრამის  კადრებში მაღალმთიანი ლოკაციები მოხვდება.

ახალ პროექტში “Gautamiputra Satakarni”, რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლოს და კვალიფიციური ხარჯების 20-25 %-მდე უკან დაბრუნებას შეძლებს, ჩართული იქნება 400-მდე მსახიობი.

სააგენტოს ცნობითვე, პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებიდან მცირე პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოვიდა 4 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 1 ფილმზე, 2 ფილმზე მიმდინარეობს გადაღებები და 1 ფილმი მალე დაიწყება. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g