კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება შვეიცარიაა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბაზელის მიმართულებით პირველი ფრენა განხორციელდა. ტრადიციულად, პირველის რეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში ქართული ღვინო და შოკოლადები საჩუქრად გადასცეს.
უკვე ცნობილია, რომელი მიმართულებებით ვიფრენთ 2019 წლიდან და რომელი მიმართულებით -2020-დან
ქუთაისიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით შესრულდება
ასევე საჩუქრები გადაეცემა ბაზელიდან ჩამოფრენილი პირველი რეისის მგზავრებს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.
ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიაში პირდაპირ ფრენები არ სრულდებოდა.