LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობა საფრთხისა და კრიზისის წინაშეა – რა ხდება საოკუპაციო ხაზზე

263
ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზზე დაკეტილი ე. წ. გადასასვლელი პუნქტები და მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე – საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურესად შეშფოთებულია.

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ასევე ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. 

ოსურმა მხარემ ქართული ბლოკპოსტის თავზე სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და დროშა აღმართა

 საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს „ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს“

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხს მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

კონსტანტინიდი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა გრძელდება.

ამავე თემაზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე. გიორგი გახარიამ აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ჰუმანიტარულ მდგომარეობს ამძიმებს და უსაფრთოხების გარემო აზიანებს.

 

magti 5g