LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგის კლუბებმაზაფხულში 1.36 მილიარდი დახარჯეს

108
Ranking-660x330

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შედეგები გამოქვეყნდა.
ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა ყველაზე მეტი დახარჯეს – 1.36 მლრდ დოლარი, თუმცა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ხარჯები 7.5%-ით შემცირებულია.

მეორე ადგილზე ესპანური კლუბებია, რომლებმაც 1.17 მლრდ დოლარი გაიღეს. მათი ხარჯები 20.4%-ით გაიზარდა. ესპანეთში დაფიქსირდა საერთაშორისო ტრანსფერების რაოდენობის 15.5%-იანი ზრდა – 362-დან (2018 წ) 418-მდე (2019 წ).

იტალიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. მათ 701 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 11.5%-ით ნაკლებია 12 თვის წინანდელ შედეგებზე.

გერმანულმა კლუბებმა, რომლებიც მეოთხეზე არიან, 578.9 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 47.9%-ით მეტია წინა ზაფხულზე. საინტერესოა, რომ ყველა ხარჯის 62.8% მოდის 21-დან 24 წლამდე მოთამაშეებზე.

ტო 5 ლიგებში ყველაზე ცოტა გასავალი ფრანგებს აქვთ – 571.5 მლნ დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს 35.7%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ფრანგულმა კლუბებმა ყველაზე მეტი იშოვეს ტრანსფერებით – 876.3 მლნ.

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ რუსეთი, ბელგია, პორტუგალია, ჰოლანდია და ჩინეთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g