მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის, ცხედარი იპოვეს.
უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
მაშველი 18 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა და თავადაც დაიღუპა.
ბიჭის ცხედარი მდინარე აბაშისწყალმა გუშინ გამორიყა.