LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი არასდროს დაგვიკარგავს, 2024 წელს ამოვედი და 2024 წელს ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად“ – აკვნების კურთხევის ტრადიცია „წაჩხურობაზე“ და შეძენილი ნანატრი შვილები

267
წაჩხურობა

დღეს, 16 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში დღესასწაულს ზეიმობენ.

რელიგიური ტრადიცია – წაჩხურობა, მოსახლეობამ წელსაც, ტრადგიციულად, აღნიშნა და ტაძარს მრავალი მომლოცველი ესტუმრა. ამ დღეს, ტრადიციისამებრ, ტაძარს უშვილო წყვილები მორთული აკვნებით სტუმრობენ. მათ სჯერათ, რომ ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს და შვილს აჩუქებს.

„2019 წლიდან დავდივართ წაჩხურობაზე. იმედი არასდროს დაგვიკარგავს, 2024 წელს ამოვედი და 2024 წლის ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად. ამ ტაძრის ძალიან მადლიერი ვარ და ამიტომ ამოვიყვანე ორივე ბავშვი“, – აღნიშნა დღესასწაულზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ „რუსთავი 2“-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g