LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 წელია ველოდები პატარას, მესამე წელია დავდივარ წაჩხურის ეკლესიაში… წელს უკვე ორსულად ვარ…“ – ემოციები წაჩხურობის დღესასწაულზე და 5 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი

584
წაჩხურობა

დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.

ამ დღეს ტაძართან უშვილო წყვილებს მორთული აკვნები მიაქვთ. მათ სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს.

დღესასწაულზე წირვის შემდგომ მომლოცველებს ნაკურთხი აკვნები შინ მიაქვთ.

„იმედი არასდროს დაგვიკარგავს, 2024 წელს ამოვედი და 2024 წელს ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად“ – აკვნების კურთხევის ტრადიცია „წაჩხურობაზე“ და შეძენილი ნანატრი შვილები

„ხუთი წელია ველოდები პატარას, მესამე წელია რაც წაჩხურუს ეკლესიაში დავდივარ და ძალიან მადლობელი ვარ, წელს უკვე ორსულად ვარ ღვთის წყალობით“, – ამბობს დღესასწაულზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g