LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, აგულაშვილი პარტიას გაემიჯნა

97

„რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი რამდენიმე დღეში თანამდებობებს დატოვებენ, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი „რესპუბლიკურ პარტიას“ გაემიჯნა და მთავრობაში თანამდებობას შეინარჩუნებს, ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ რომ „რესპუბლიკელები“ სამთავრობო თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე დარჩენილიყვნენ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად არჩია. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი.

„რესპუბლიკური პარტიიდან“ მთავრობაში წარგზავნილი მინისტრები, რომლებმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის – თინათინ ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომელსაც ამ წუთში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ საქმიანობაში.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა  მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა „რესპუბლიკურ პარტიას“ და რჩება თანამდებობაზე, მთავრობაში,“ – განაცხადა უგულაშვილმა.

magti 5g