LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის მოხმარება იზრდება

58

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის მოხმარების ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 104,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება მაისის მაჩვენებელს.

როგორც კავშირში განმარტავენ, ივნისში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 31,0  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,6%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  – 25,0 ათასი ტონა (23,8%), აზერბაიჯანი  – 22,1 ათასი ტონა (21,1%),  ბულგარეთი – 12 ათასი ტონა (11,4%), თურქმენეთი – 9,1 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი –  4,3 ათასი ტონა (4,1%), უკრაინა – 0,9 ათასი ტონა (0,9%), თურქეთი – 0,5 ათასი ტონა (0,5%) .

”მიმდინარე წლის პირველი პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, ქვეყანაში 519,3 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც 69,4 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საწვავის მოხმარების ზრდაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ ბენზინის დაბალმა ფასმა, რის გამოც ავტოგაზის მომხმარებელი ნაწილობრივ ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, ზრდაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, რაც დაკავშირებულია საწვავის მოხმარებასთან”, – განაცხადეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ცნობით, საქართველოში არსებული დაბალი ფასის გამო მეზობელ ქვეყნებში საწვავი რეგულარულად გაედინება.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  მოხმარების ზრდა შენარჩუნდება, რაც დაკავშირებულია ზაფხულის სეზონთან და ტრადიციულ აქტივობებთან, მათ შორის სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და  მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების ავტომანქანებით შემოსვლასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g