სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ (15 სექტემბრიდან) მომხმარებელს გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. მომხმარებელი „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი ათი ლარის შენაძენზე თითო ბილეთს მიიღებს. ბილეთები 15 სექტემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიცემა. გათამაშების ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით – როგორც ნაღდი, ისე – უნაღდო ანგარიშსწორებით.
გამარჯვებულები 14 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, 18:35-ზე გამოვლინდებიან. გათამაშება ე.წ. „დოლურას პრინციპით“ ჩატარდება. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:
-
2 ოთახიანი ბინა თბილისში „ფრანგულ უბანში“
-
ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)
-
Apple iPhone XS
-
2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში
-
ოთხკაციანი საგზური ევროპაში
მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/magniti.ge/. ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით: 032 2 121 121.
ცნობისთვის, სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 3500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
R