პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორი ახალი საწარმო აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საწარმოები ამბროლაურსა და დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება.
„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი პროექტები განვიხილეთ და დავამტკიცეთ განკარგულება, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება ამ პროგრამას. ეს არის შპს „იწისწყალი“, რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელ ახალ კომპანიას შექმნის, 233 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანია იქ მოსახლეობის გამაგრებისთვის,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მინაპლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედეება და ამისთვის შპს „კონსტრაქტ ვიჟენს“ სახელმწიფოსგან მიწა და ძველი საწარმო ნაგებობა გადაეცემა, სადაც ის მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„მისასალმებელია, რომ კომპანიამ თავად გამოთქვა ინიციატივა, რომ საწარმოში 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
