LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი სახლი იწვის და ის ერთად უნდა გადავარჩინოთ!“ – კლიმატისთვის მსოფლიო გაფიცვას საქართველოც შეურთდა [ფოტო, ვიდეო]

182
BeFunky-collage (2)

გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალურ გაფიცვას დღეს თბილისში, მერიის წინ საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტები შეურთდნენ.  ახალგაზრდა მწვანეების მიერ გამართულ აქციაზე, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები მოქალაქეებს მუყაოს ქაღალდზე აქვთ დატანილი და ამ ფორმით სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

უფრო კონკრეტულად კი აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას
  • დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორიის გამოსყიდვას და მოქალაქეთა საერთო საკუთრებაში დაბრუნებას, ასევე, პოტენციური მშენებლობების შეჩერებას
  • ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას
  •  დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას
  •  თბილისში ტრამვაის ხაზის გაყვანა

 

https://www.facebook.com/100001289893072/videos/2638736759512628/

 

თბილისის გარდა კლიმატისთვის გაფიცვას შესაძლოა მოქალაქეები ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეუერთდნენ.

ცნობისთვის,  წინა გლობალურ გაფიცვას, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 123 ქვეყანაში და 2 000 ქალაქში შეუერთდა 1.4 მილიონი მოსწავლე და სტუდენტი.

წელს კი ორგანიზატორების ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური აქცია ნიუ იორკში იგეგმება. 1700 სკოლის მოსწავლეებმა უფლება მიიღეს, სასწავლო პროცესი გააცდინონ იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის სურვილი ექნებათ. მათ შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდება, რომელიც მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატორია.

აქციებია დაგეგმილი გერმანიის ქალაქებშიც. მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ 2018 წლეს დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g