გამოცემა The Huffington Post ჯენიფერ ენისტონის ღია წერილს აქვეყნებს, სადაც მსახიობი მისი ორსულობის შესახებ ბოლო დროს ატეხილ ხმაურზე საუბრობს.
„საერთოდ, არ მიყვარს ენერგიის ხარჯვა ტყუილზე, მაგრამ მინდა დავასრულო ამ თემაზე საუბარი, რომელიც ბოლო დროს აუტანელი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ აქტიური სოციალურ მედიაში, გადავწყვიტე, ჩემი სათქმელი ღია წერილით მეთქვა.
მე არ ვარ ოსრულად და აღშფოთებული ვარ ჩემი სეულის განხილვით. უკვე აუტანელი გახდა აგრესიული პაპარაცების გაძლება ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, ყველგან უკან დაგვყვებიან და სულ არ აინტერესებთ, რომ შესაძლოა, ამით საფრთხე შეგვიქმნან ჩვენ და იმ ადამაინებს, რომლებიც შემთხვევით ჩვენს სიახლოვეს აღმოჩნდებიან.
ჩემი ფოტოები , რომელიც მედიაში მოხვდა, უბრალოდ ასახავს, როგორია ქალის სხეული სინამდვილეში. პოპულარული ადამიანების ფოტოებს ჩვენ რეიტინგებისთვის ვიყენებთ. “ორსულადაა”? “ნუთუ წონაში მოიმატა?” “როგორ მისცა თავს უფლება, ქუჩაში ამ ფორმაში გამოსულიყო?” “მისი ქორწინება ნგრევის პირასაა, მან ხომ წონაში მოიმატა?” და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ადრე ვამბობდი, რომ ტაბლოიდები კომიქსებია, რომლებიც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. ათწლიანი კოშმარის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ქალის ღირებულებების დამანგრეველი სისტემა. ამ ფაქტმა დამანახა, როგორ ფასდება ქალის სილამაზე და დედის სტატუსი. მედია ცდილობს დაამტკიცოს, ვარ თუ არა ოსრულად და ხაზი გაუსვას, რომ უშვილო ქალები არასრულფასოვნები არიან. სხვათა შორის, ჩემი პირადი ცხოვრების მიღმა ხდება უამრავი მოვლენა, რომელიც ბევრად დიდ ყურადღებას იმსახურებს. მასიური სროლები, ხანძრები, არჩევნები. იქნებ „ჟურნალისტებმა“ ამასაც მიაქციოთ ყურადღება?!
კი, მე შესაძლოა ოდესმე გავხდე დედა, მაგრამ პირველი ვისგანაც ამ ამბავს გაიგებთ, ეს მე ვიქნები. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ჰამბურგერის ჭამის გამო წონის მატება საკმარისია, რომ ახალი ამბების მთავარ თემად აქციოთ ჩემი ორსულობა“-აცხადებს ენისტონი, რომელიც იმედოვნებს, რომ ოდესმე საზოგადოების დამოკიდებულება ტაბდლოიდების მიმართ შეიცვლება.
