LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია ჰქონდა გოგონას დაუნის სინდრომით, როდესაც ნიშნობის ბეჭედი აჩუქეს (ვიდეო)

169

ეშლი გრინჰალჯს 21-ე დაბადების დღეზე არაჩვეულებრივი სიურპრიზი ელოდა – მეგობარმა ბიჭმა, დენი გრიფიტმა მას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა.

ეშლი და დენი ერთმანეთს ორი წელია, ხვდებიან, ორივე მათგანი დაუნის სინდრომით დაიბადა. დენიმ შეძლო, შეეგროვებინა ფული და ეყიდა ბეჭედი, რამაც ეშლი უზომოდ გაახარა. გოგონას დამ, ქორთნიმ, რომელიც დენის დაეხმარა სიურპრიზის დაგეგმვასა და მოწყობაში, ამაღელვებელი მომენტი კამერით გადაიღო და „ფეისბუქზე“ გააზიარა.

წყვილი უახლოეს მომავალში დაქორწინებას არ გეგმავს, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე აუცილებლად დაქორწინდებიან.

https://www.youtube.com/watch?v=8LFmNlRsGdQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g