LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზი ქალები ემბერ ჰერდი და კიმ კარდაშიანი არიან

225

იდეალურ ქალთან ყველაზე ახლოს ემბერ ჰერდი, კიმ კარდაშიანი და ქეით მოსი არიან, ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა ჯულია დე სილვამ განაცხადა. მისი თქმით, მათი სახეები სილამაზის „ოქროს შუალედს“ ყველაზე მეტად შეესაბამება.

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაირკვა, რომ ჯონი დეპის ყოილი ცოლის სახე იდეალურთან 92%-იან თანხვედრაშია. მას მოსდევს კიმ კარდაშიანი 91%-ით, შემდეგ კი ქეით მოსი, რომელიც ზედა ორ ვარსკვლავს რამდენიმე ათეული პროცენტით ჩამორჩება. სიაში, არიან, ასევე მერლინ მონრო, ჰელენ მირენი, ჯენიფერ ლოურენსი და სხვები.

ემბერ ჰერდი, ამასთან, დაასახელეს, როგორც ყველაზე ლამაზი შუბლისა და ცხვირის მფლობელი. თვალების იდეალური ფორმა აქვს სკარლეტ იოჰანსონს, საუკეთესო წარბები კი კიმ კარდაშიანს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g